მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკა ჩართულია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში.
რაც ნიშნავს იმას, რომ კვლევას აფინანსებს თბილისის მერია!
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქციით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).
ასევე, სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ 50-70 წლის ქალბატონებსა და ბატონებს.
სკრინიგის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31538/mskhvili-nawlavis-kibo-%E2%80%93-gtavazobt-mskhvili-nawlavis-kibos-skrinings,-qirurgiis-erovnuli-centri-ertveba-tbilisis-meriis-mier-gamockhadebul-skriningshi
შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს გასტრიტი. თუმცა, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !