სკოლიოზი

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს სქოლიოზის ოპერაცია თუ კეთდება თქვენს კლინიკაში,ვინ აკეთებს და რა ასაკამდე კეთდება ასეთი ოპერაციები? დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემლის სკოლიოზი არის ხერხემლის ღერძის რკალისებრი გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეზე, ე.ი. მარჯვნივ და მარცხნივ.
სკოლიოზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.
ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. მას შეიძლება ჰქონდეს რეფლექტორული (მაგალითად, ტკივილის დროს - ეს ხერხემლის ანტალგიური სკოლიოზია) და ფსიქოლოგიური ხასიათიც კი (ემოციური ტრავმა, რომელსაც ბავშვი სკოლაში იღებს). ფართოდაა გავრცელებული ხერხემლის იდიოპათიური სკოლიოზი, ანდა სკოლიოზი, რომელიც გაურკვეველი წარმოშობისაა.
იმის მიხედვით, თუ სადაა ლოკალიზებული ხერხემლის ღერძის გამრუდების წვერი, სკოლიოზი იყოფა გულ–მკერდის ზედა ნაწილის სკოლიოზად, გულ–მკერდის სკოლიოზად (რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება), გულ–მკერდ-წელის სკოლიოზად, წელის სკოლიოზად და კომბინირებულ სკოლიოზად.
ხერხემლის სკოლიოზის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ორთოპედიული გასინჯვა, ასევე ხერხემლის რენტგენოგრაფია პირდაპირ და გვერდით პროექციაში, ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და ოქროს სტანდარტად აღიარებული მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
ჩვენს კლინიკაში ამ ტიპის ოპერაციები არ კეთდება ამ ეტაპზე, სწორედ ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა