ნაყოფის გულისცემა

კითხვა: გამარჯობა, ვარ 7 კვირის ორსული, გავიკეთე ეხო, მითხრეს ყველაფერი შეესაბამება ორსულობის ვადას, უბრალოდ ბავშვის გულის ცემა ცოტა ნაკლებია ვიდრე უნდა იყოს. 120 დარტყმა წუთში. გინეკოლოგთან ვიზიტი არ მიხერხდება 5 სექტემბრამდე და თუ საშიშია ეს მდგომარეობა სხვა გინეკოლოგს მივაკითხავ. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაყოფის გულისცემა - მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო მაჩვენებელია. გულისცემის რითმი ყველაზე ზუსტად განმარტავს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა „მდგომარეობას“, ერთ-ერთი პირველი პასუხობს ცვლილებებით არასასურველ პათოლოგიურ სიტუაციებს, ამიტომ ექიმი-გინეკოლოგი მთელი ორსულობის მანძილზე განუწყვეტლივ ახორციელებს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგს.
მთავარი ფაქტორი, რომელიც ნაყოფის გულისცემის რითმს ცვლის არის მისთვის მიწოდებული ჟანგბადის დეფიციტი - ჰიპოქსია.
მეშვიდე თვეში, ნაყოფის გულისცემის ნორმის მაჩვენებელია 125-140 დარტყმა წუთში.
მიმოწერის რეჟიმში, რთულია პასუხის გაცემა, ამიტომ უმჯობესია მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს და ჩააყენოთ საქმის კურსში, თუ მისი რჩევა იქნება, რომ მკურნალობაში ჩაერთოს სხვა გინეკოლოგი, მიჰყევით მის რეკომენდაციას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა