კითხვა: მოგესალმებით. გუშინ ძლიერი ტკივილების ფონზე გადამიყვანეს საავადმყოფოში და გამოკვლევების შედეგად დადგინდა რომ მაქვს სითხე დუგლასის ფოსოში. დაახლოებით 60 მილიგრამი. რამდენად საშიშია ეს რაოდენობა? ციკლი მქონდა 27 აგვისტოს.
პასუხი:
მოგესალმებით,
სითხე დუგლასის ფოსოში აღინიშნება ყოველი ოვულაციის (საკვერცხის ფოლიკულის გასკდომის) შემდგომ და ეს ფიზიოლოგიური ანუ ნორმალური მოვლენაა. ზუსტი დიაგნოსტირება გინეკოლოგის პრეროგატივაა.
სასურველია მოხდეს დიფერენცირება გიენკოლოგიურ პათოლოგიასა და მწვავე აპენდიციტს შორის.
ასევე, საჭიროა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციის გამორიცხვა (ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა , ტრიქომონა და ა.შ.)
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას.
ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით და ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !