მოგესალმებით,
ზოგადად, ორსულობის დროს განვითარებული სისხლიანი გამონადენი, არც ერთ შემთხვევაში არ ჯდება ფიზიოლოგიურ ფარგლებში.
ასეთ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან და უფრო ეფექტური ჩარევა, რადგან სისხლიანი გამონადენი ორსულობის პათოლოგიის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
სისხლიანი გამონადენის მიზეზთა კლასიფიკაციაში მნიშვნელოვანია რა ვადაზე ვითარდება ეს სისხლდენა.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებით 8 კვირის ორსული, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, განვითარებული სისხლდენები ყველაზე ხშირად უკავშირდება, იმპლანტაციის თანმდევ სისხლდენას ე.წ. „ცრუ მენსტრუაცია“-ს.
დიაგნოზის დასმა დისტანციურად, მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე არაკორექტული იქნება.
თუ გსურთ მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი შეკრებს ანამნეზს, მოისმენს თქვენს ჩივილებს და ჩაატარებს ფიზიკურ გასინჯვას.
ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სწორი ორიენტირის, რეკომენდაციების და მოქმედების გეგმის არჩევა.
უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 8 კვირის ორსული. მაქვს სისხლიანი გამონადენი კოლტებით. წელისა და მუცლის უმნიშვნელო ტკივილი. იყო 2 თვის წინ შეწყვეტილი ორსულობა. ექიმის დანიშნულებით ვსვავ რეაფემს, კარდიომაგნილსა და ფოლიოს. ასევე ვიკეთებდი კლექსანს, რადგან თრომბოციტების მაჩვენებელი მიახლოვებული იყო ზღვართან. ეხოზე გულის ცემა რიტმულია და მეუბნებიან რომ ნორმალური მდგომარეობაა, რეალურად ვერ სვავენ დიაგნოზს თუ რატომ ხდება ასე იქნებ თქვენი რეკომენდაციაც დაწეროთ.
პასუხი: