მოგესალმებით,
სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში ,თუ ის კვების ფაქტორის არის განპირობებული ,მაშინ შეიძლება უკავშირდებოდეს კვების პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა-შეფერხებას, სხვადასხვა პრეპარატის მიღებას და ძირითადად იმ კატეგორიის ადამიანებს აწუხებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევენ კვების რეჟიმს და საზოგადოდ, ჯანსაღი წესით არ ცხოვრობენ. სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში უმალ ჩნდება კარგად დანაყრების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით საკვებს დიდი პაუზის შემდეგ მიირთმევთ. უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო ღრმავდება თუ საკვების მიღების დასრულებისთანავე დიდი მოცულობის წყალს დალევთ.
სიმძიმის შეგრძნება უხშირესად საღამოს ჩნდება, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილითაც ნარჩუნდება.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნომალურად ფუნქციობაზე და მას შველა-დახმარება სჭირდება. თქვენც სავარაუდოდ მსგავს პრობლემებს აღწერთ.
რაც შეეხება კოლიტს, იგი წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა. კვების რეჟიმისა და რაციონის ხანგრძლივი და უხეში დარღვევა ასევე შეიძლება იყოს ერთ–ერთი რისკ–ფაქტორი.
ამიტომ, აუცილებელია გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც ზუსტად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, გვაქვს ფასდაკლება გასტროსკოპიულ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !