შიშები

კითხვა: 92 წლის ქალბატონს.დაეწყო შიში.საღამოს იწყებს წუხილს,ხან კუჭი აწუხებს,ხან უჰაერობა.....მაშინ ,როცა წნევა ნორმალურია,სატურაცია ნორმაში,ფილტვი ატარებს..აშ.ძილის წინ ვაძლევთ კეტილეპტს(25 მლ-ის ნახევარს) ძინავს კარგად.ზოგჯერ დღეც დიდხანს. მგონია რაღაც დამამშვიდებელი ჭირდება.მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოხუცებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ერთ დროს ენერგიული ადამიანები პასიურები ხდებიან, იოლად ღიზიანდებიან, ეცვლებათ ხასიათი, უჩნდებათ ასაკობრივი კომპლექსები: შიშები, ზედმეტობის განცდა , ბავშვებივით გულჩვილნი და მგრძნობიარენი ხდებიან.
უნდა გვესმოდეს რომ, მათ ამ დროს ჩვენი ყურადღება და სითბო უფრო სჭირდებათ.
როგორც აღნიშნავთ , პაციენტს ანამნეზით ყველაფერი ნორმაში აქვს, შესაბამისად ,მისი მდგომარეობა , სავარაუდოდ , ასაკის თანამდევი მოვლენაა და ვერსად გავექცევით.
რაც შეეხება დამამშვიდებელს, დისტანციურად მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაკორექტული და არაპროფესიულია.
ეცადეთ დაუთმოთ მას მეტი დრო , მოექცეთ ისე, რომ მან თავი ზედმეტად არ იგრძნოს , მოხუცებს ჩვენი სითბო და ყურადღება არასდროს ყოფნით.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც მოვხუცდებით, ჩვენც გულჩვილი, სუსტი და მგრძნობიარე, ზოგჯერ თავის მომაბეზრებელი, ჭირვეული და ახირებულები გავხდებით .
ჩვენ კი , ყველა შემთხვევაში , ვეცდებით დაგეხმაროთ , შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე , რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს ,წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა