კითხვა: მოგესალმებით. ხელები შემისივდა რამდენიმე თვეა მხოლოდ მაჯებთან ხან ძალიან მისივდება ხან ცოტათი რისი ბრალია?
პასუხი:
მოგესალმებით,
სასურველია თუ დაგვიზუსტებთ, ხომ არ ბრძანდებით მრეცხავი, რა სარეცხ საშუალებებს იყენებთ, შეშუპებებთან ერთად გაქვთ თუ არა კანის სიწითლე,
მტევნების ქავილი .
ან შეშუპებასთან ერთად ხომ არ გაწუხებთ მაჯის სახსრებში ტკივილი , ასევე ხომ არ გტკივათ სხვა სახსრები ,უკავშირდება თუ არა ეს ამინდის ცვლილებას , ცივ წყალში რეცხვას ,ხომ არ გაწუხებთ ყელი, რამდენი წლის ბრძანდებით და რას უკავშირებთ ამ მოვლენის დაწყებას ?
თუ დაგვიზუსტებთ, შევეცდებით გიპასუხოთ ამომწურავად.
ასევე, დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენი კლინიკის ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !