კითხვა: გამარჯობა .....მაწუხებს შეკრულობა ...წამლის გარეშე საერთოდ არ მოქმედებს კუჭ ნაწლავი....ხერხემლის არეშიც მაქვს ტკივილი მუცლის არეში თითქმის ყოველთვის მტკივა რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო ზუსტი დიაგნოზი რომ მივიღო.....ანუ აქციებს ვადევნებ თვალს და ვერ მივხვდი თუ არის ერთი სრული კომპლექსური კვლევა რომ მუცლის ღრუ და ხერხემალის დიაგნოზს დამისვავენ? მადლობა დახმარებისთვის წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

შეკრულობა ეს არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. თუმცა, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ხერხემლის სვეტისა და გასტროენტეროლოგიური კომპლექსური კვლევა არ გვაქვს.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევასა და მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევაზე ფასდაკლებები, ვრცლად იხილეთ ბმულებზე:

სრული გასტროსკოპიული კვლევა: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

  

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა