მოგესალმებით,
სეფსისი უმძიმესი ინფექციური დაავადებაა – სისხლის მოწამვლა, როდესაც გამომწვევი სისხლის მეშვეობით აღწევს სხვადასხვა ორგანოში. ის არ არის თვითგანკურნებადი!
სეფსისი შეიძლება გამოიწვეული იყოს ისეთი მიკროორგანიზმისგან როგორებიცაა:
- ბაქტერია;
- ვირუსი;
- სოკო;
- პარაზიტი.
მდგომარეობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- პნევმონია
- მუცლის ღრუს ინფექცია
- თირკმლის ინფექცია
- სისხლის მიმოქცევის ინფექცია (ბაქტერიემია)
სისხლის საერთო ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.
თუმცა, სეფსისის დიაგნოსტირებისათვის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა არსებობს და ოქროს სტანდარტი ბაქტერიოლოგიური კვლევაა. ის შეუცვლელია არა მარტო დიაგნოზის დადასტურების, არამედ ანტიბიოტიკის მიმართ გამომწვევის მგრძნობელობის დადგენის მიზნითაც.
შესაბამისად, მხოლოდ სსა ანალიზის მიხედვით, სეფსისის დიაგნოზის დასმა, ან გამორიცხვა არაკორექტულია. ეს დიაგნოზი უნდა დაისვას ანამნეზის, კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობის გათვალისწინებით.
უმჯობესია, დეტალური ინფორმაციისათვის მიმართოთ მკურნალ ექიმს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/51
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!