ადამიანის გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.
საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.
საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია , როგორც მედიკამენტურად , ასევე ქირურგიული ჩარევით.
დისტანციურად პასუხის გაცემა , მკურნალობის რომელი მეთოდი გესაჭიროებათ, არ იქნება კორექტული.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში , გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს , რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს ( გასტროსკოპიას ან რენტგენოლოგიურ კვლევას ) ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის დაგეგმარებასთან დაკავშირებით .
უმჯობესია იქონიოთ თან ჩატარებული კვლევის პასუხები .
პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ , შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ , რომ ენდობით ჩვენს კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: რამოდენიმე თვეა მაწუხებს კუჭის ტკივილი ანუ სიმძიმე კუჭის არეში ასევე მაქვს გულძმარვა გავიკეთე ფიბროგასტროსკოპია და დამიდგინდა დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქარი დისტალური ეროზიული რეფლექს გასტრიტი ჩავიტარე ანტიბიოტიკური მკურნალობა მაგრამ მაინც ამ დღეში ვარ სხვა რა გზას შეიძლება რომ მივმართო მირჩიეთ.
პასუხი: