სავარაუდო ორსულობა

კითხვა: გამარჯობა. გადაცდენა მაქვს 17 დღე, ტესტი უარყოფითს აჩვენებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაძლოა ტესტი შეცდეს, რადგან ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებლი სისხლში).
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა, ასევე განისაზღვროს ქორიონული გონადოტროპინის ზუსტი დონე სისხლში.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა