სავარაუდო ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით, დაახლოებით სამი თვის წინ მენსტრუაცია გადამიცდა (ისედაც კი არეული მაქვს), ტესტი გავიკეთე უარყოფითი იყო, შემდეგ მომივიდა და მას მერე ჩვეულებრივ ყოველ თვე მომდის როგორც მენსტრუაცია და არა მცირე გამონადენი, ერთი კვირის წინ შევამჩნიე რომ მუცელი ოდნავ გამეზარდა, სხვა არანაირი სიმპტომი არ მაქვს ორსულობის, შესაძლებელია რომ ორსულობის დროს მენსტრუაცია ჩვეულებრივი სიჭარბით მოდიოდეს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ მენსტრუალური ციკლის გადაცდენის შემთხვევაში, გადაცდენიდან 3 დღის შემდეგ (მანამდე ჩატარებული ტესტირების პასუხი არასანდოა).

ციკლის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენი არამენსტრუალურია, მას მრავალი მიზეზი აქვს.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით  უნდა იქნას დადასტურებული  ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს:

https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა