საკვერცხის კისტა

კითხვა: HEM დას საკვერცხეებზე უტხრეს კვანზები ოპერაცია აუცილებელია? და რა ჯდება
პასუხი:

მოგესალმებით! საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი. უმეტეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს. ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.
საკვერცხეების კისტა ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს სიმპტომებს, როცა ის სკდება, დიდი ზომისაა, ან საკვერცხეების სისხლმომარაგებას აფერხებს. ამ შემთხვევებში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:–ტკივილი მენჯის არეში; –ტკივილი სქესოვრივი ურთიერთობის დროს; –ნაწლავების გაძნელებული დაცლა; –გახშირებული შარდვა; –მენსტრუალური ციკლის ცვლილებები, ჭარბი ან მცირე რაოდენობით სისხლდენა, ან არარეგულარული ციკლი, ან ჩვეულებრივზე უფრო მსუბუქი ციკლი; –შებერილობა ან შეშუპებული მუცელი; –დაორსულების სიძნელეები.
საკვერცხის კისტის მკურნალობის საჭიროება შემდეგ მახასიათებლებზეა დამოკიდებული:
–ზომა და გარეგნული მახასიათებლები
–სიმპტომების არსებობა
–მენოპაუზა (მენოპაუზის შემდგომ, ქალებში საკვერცხის კიბოს ჩამოყალიბების რისკი ოდნავ უფრო მაღალია).
უმრავლეს შემთხვევაში კისტა რამდენიმე თვეში თავისით ქრება, რის დასადასტურებლადაც შეიძლება საჭირო იყოს განმეორებითი ექოსკოპია. დიდი ზომის ან სიმპტომების გამომწვევი კისტების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მათი ქირურგიული გზით მოცილება იყოს საჭირო. ასეთი ოპერაცია პაციენტმა გინეკოლოგთან უნდა განიხილოს.
თქვენ შემთხვევაში, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ გინეკოლოგს. ექიმი ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა