მოგესალმებით ! ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.
კლინიკის მთავარ პროფილს ყოველთვის წარმოადგენდა მეანობა და ნეონატოლოგია და ამ მიმართულებით ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს. კლინიკაში ყველა ასაკის ქალბატონის ჯანმრთელობაზე ზრუნავს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გამოცდილ ექიმთა გუნდი, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი. ფუნქციონირებს ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა განყოფილება:
• ამბულატორიული სამსახური;
• სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
• ნეონატოლოგიური სამსახური;
• ანესთეზიოლოგიური და პოსტოპერაციული სამსახური; • 24 საათიანი ლაბორატორია.
კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
• ნებისმიერი ასაკი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება და მკურნალობა; • ორსულობის დაგეგმვა; • ორსულობის მართვა; • მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში; • ყველა ტიპის და სირთულის გინეკოლოგიური ოპერაციის წარმოება (როგორც ღია, ისე ლაპარასკოპიული მიდგომით).
"ახალ სიცოცხლეში" საკეისრო კვეთის ღირებულება 1050 ლარი, ღირებულებაში შედის გაუტკივარებაც. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისრვებთ ჯანმრთელობას !