კითხვა: საიტოტიტეკის გამოყენება საკესროს ნაწიბურია დროს შეილება ?
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, საიტოტეკი ( Cytotec ) უშუალოდ გასტრო–დუოდენური წყლულის სამკურნალო პრეპარატია. შესაბამისად, იგი ნაწიბურისთვის ვერ გამოიყენება.
იმისათვის, რომ ნაკლებ შესამჩნევი ნაწიბური ჩამოყალიბდეს, ეცადეთ, რომ შეხორცების პროცესში ხშირად არ გააღიზიანოთ ეს ადგილი.
მოერიდეთ მზის სხივებს, იხმარეთ სახლის პირობებში ალოე (მცენარის წვენი). გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ნაწიბური, მით უფრო იოლია მისი ალაგება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!