სადინრის პაპილომა

კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება მიპასუხეთ ძუძუს თავიდან მაქვს სისხლდენა დამიდგინეს პაპილომა და ოპერაციაა საჭიროვო რამდენად საშიშია პაპილომა და ოპერაცია მისაღებია?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც თქვენი წერილიდან ჩანს ,დადგენილი გაქვთ ინტრადუქტური პაპილომის არსებობა . ეს პაპილომა , თავისი არსით იგივე მეჭეჭია , მაგრამ ძუძუს სადინარში განთავსებული და სწორედ მას ახასიათებს ძუძუს დვრილიდან სითხის ან სისხლის გამოჟონვა.
სადინარშიდა პაპილომა არ არის სიმსივნური დაავადება და შესაბამისად საშიში არ არის ,მაგრამ მკურნალობას აუცილებლად საჭიროებს .
ჩვენ ვვარაუდობთ ,რომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა ჩაგიტარათ (ციტოლოგია, დუქტოგრაფია) სათანადო კვლევები ,რითაც უნდა დასმულიყო ეს დიაგნოზი .
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს – სამწუხაროდ მხოლოდ ქირურგიულია . საჭიროა ქირურგიული ჩარევა - სადინრის ფართოდ ამოღება .
გირჩევთ მიყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგ თამილა როინიშვილთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტური გასინჯვის შემდეგ, შეფასდება თქვენი მდგომარეობა და თავად ქალბატონი თამილა გაგცემთ ამომწურავ პასუხს, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა