როზაცია

კითხვა: თქვენს კლინიკაში თუ ხდება სახეზე კაპილარების მოწვა ანუ როზაციის მკურნალობა ?
პასუხი:

მოგესალმებით!
როზაცია ეს არის დერმატოლოგიური დაავადების, კუპეროზის პირველი სტადიის გამოვლინება. კუპეროზი არის წვრილი სისხლძარღვები , რომელიც ჩანს ძირითადად სახეზე, ყვრიმალების მიდამოში და ცხვირზე. მისი სიმპტომებია: სიმხურვალის შეგრძნება, მგრძნობიარობის მომატება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლავს მაპროვოცირებელი ფაქტორები. (მზე, ალკოჰოლური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები).
კუპეროზი საკმაოდ რთულ სამართავ პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს რეგულარულ ყურადღებას. ამიტომ, მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა