ქვედა კიდურების შეშუპება

კითხვა: ადრე მხოლოდ კოჭებთან მიშუპდებოდა.ფეხები.უკვე სამი კვირაა მოიმატა და შეშუპება მუხლებამდე ავიდა.წვივები გამაგრებული მაქვს.ღამე ოდნავ იკლებს, დღის ბოლოს კი კიდური მძიმდება და წვივი მიორმაგდება.ვსვამ შარდმდენებს, მაგრამ უკეთესობა არ მაქვს.იქნებ მირჩიოთ რამე.ვენები გარედან არ ჩანს.
პასუხი:

მოგესალმებით!
შეშუპებას იწვევს სხეულის ქსოვილებში ჭარბი სითხის დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ შეშუპება ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში შეიძლება განვითარდეს, იგი ძირითადად გვხვდება ხელის მტევნებზე, მკლავებზე, ტერფებზე, კოჭებსა და ქვედა კიდურებზე.
შეშუპებას, როგორც წესი, ხსნის მედიკამენტური გზით ჭარბი სითხის მოშორება და მარილის მიღების შემცირება. თუ შეშუპება გამოწვეულია კონკრეტული დაავადებით, აუცილებელია თავად დაავადების მკურნალობა პირველ რიგში.
ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპება სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს.
შეშუპების გამომწვევი დაავადებები და მდგომარეობებია:
● გულის შეგუბებითი უკმარისობა - როდესაც გულის ერთ ან ორივე ქვედა საკანს არ შეუძლიათ სისხლის სათანადოდ გადატყორცნა, როგორც გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, სისხლი შესაძლოა დაყოვნდეს ქვედა კიდურების, კოჭებისა და ტერფების არეში და განვითარდეს შეშუპება. გულის უკმარისობა აგრეთვე იწვევს შეშუპებას მუცლის არეში. ზოგჯერ ეს მდგომარეობა განაპირობებს ფილტვებში სისხლის დაგროვებას, რის შედეგადაც ვითარდება სუნთქვის უკმარისობა.
● ციროზი - სითხე შესაძლოა დაგროვდეს მუცლის ღრუში(ასციტი) და ქვედა კიდურებში ღვიძლის დაზიანების(ციროზი) გამო.
● თირკმლის დაავადება - თირკმლის დაავადების დროს, ჭარბმა სითხემ და ნატრიუმმა სისხლის მიმოქცევაში შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება. თირკმლისმერი შეშუპება, ძირითადად, ვლინდება ქვედა კიდურების არეში და თვალების გარშემო.
● თირმკლის დაზიანება - თირკმლის მცირე ზომის, მფილტრავი კაპილარების დაზიანება იწვევს ნეფროტულ სინდრომს. ნეფროტული სინდრომის დროს, ცილის(ალბუმინი) შემცველობის დაქვეითებამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს სითხის დაგროვება და შეშუპება.
● ქვედა კიდურებში ვენების სისუსტე ან დაზიანება - ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს, ქვედა კიდურებში არსებული ვენების სარქველები სუსტდება ან ზიანდება, რის შედეგადაც სისხლი ჩერდება ვენებში და იწვევს შესუპებას. ქვედა კიდურის უცაბედი შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ტკივილი წვივის არეში შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვედა კიდურებში მოხვედრილი სისხლის კოლტით.
● არასათანადო ლიმფური სისტემა - ორგანიზმის ლიმფური სისტემა მონაწილეობს ქსოვილებიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში. თუ ეს სისტემა დაზიანდა, ლიმფურმა კვანძებმა და სისხლძარღვება შესაძლოა ვეღარ მოახდინონ სათანადო გაწოვა ჭარბი სითხისა, რის შედეგადაც ყალიბდება შეშუპება.
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუ რა მიზეზითაა გამოწვეული თქვენ მიერ აღნიშნული სიმპტომი, ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, ამიტომ გირჩევთ, დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ პრეპარატებს. მიმართეთ ექიმს და მიჰყევით მის რეკომენდაციებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს. უშუალო ვიზიტისას, ექიმი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშინავთ გამოკვლევებს, ამის შემდეგ კი აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა