ქუსლის ტკივილი - რჩევები

კითხვა: ძალიან მტკივა ფეხის ქუსლი,მიწევს მთელი დღე ფეხზე დგომა,ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში და გთხოგთ მირჩიოთ რომელი წამალი მივიღო,დეზი არ მაქვს,ქსოვილების ანთებაა...მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
გასინჯვის გარეშე, შეიძლება ვივარაუდოთ ფასციიტის არსებობა და გირჩიოთ შემდეგი ადგილობრივი საშუალებები : "ესკუს გელი" და "პერსკინდოლი კლასიკი", „ვოლტარენის“ ემულგელი და ა.შ.
თუმცა შედეგის გარანტიას ვერ მოგცემთ, ვინაიდან დისტანციურად შეფასება და დიაგნოსტირება შესაძლოა დიდი ალბათობით მცდარი აღმოჩნდეს .
გარდა ამისა, ჩვენს მიერ დაახელებული სამკურნალო საშუალებები, კონკრეტულ ქვეყანაში შეიძლება სხვა დასახელებით იყიდებოდეს, ამიტომ საჭირო იქნება პრეპარატების ქიმიური ფორმულის ( ჯენერიული დასახელების ) მიხედვით მოძიება.
● პერსკინდოლი კლასიკი - Levomenthol (Levomenthol) - წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ხელისშემწყობ ლინიმენტს, რომელსაც აქვს თხევადი (ხსნარი, სპრეი) ან გელის ფორმა, შეიცავს მცენარებს და ეთერზეთებს.
ქმნის გამაგრილებელ, ტკივილის მომხსნელ ეფექტს და ადგილობრივად აძლიერებს სისხლის მიმოქცევას რეფლექსებით, რასაც უკავშირდება სასიამოვნო სითბოს შეგრძნება. ეს ადუნებს კუნთებს, ხსნის ტკივილს და ხელს უწყობს განკურნებას.
● ესკუს გელი – Oleum Menthae – შეიცავს ეთერზეთებს (მენთოლს) არის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური , ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
● ვოლტარენი ემულგელი – Diclofenac (Diclofenac Diethylamine) ( დიკლოფენაკი ) – აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და შეშუპების შესამცირებლად, რაც დაკავშირებულია ანთებით პროცესთან.

სასურველია, მიმართოთ იმ ქვეყნის ტრავმატოლოგს, სადაც ამჟამად იმყოფებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა