მოგესალმებით,
როგორც ჩანს, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ქუსლების ტკივილთან დაკავშირებით.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა საქმე ეხებოდეს ფეხის ქუსლის დეზს. იგი ქუსლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ის წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრ წანაზარდს. მდგომარეობა იწვევს სქელი ქსოვილის გროვის ანთებასა და ტკივილს. ამ ქსოვილს პლანტარული ფასცია ეწოდება.
პლანტარული ფასცია ფეხის ქვედა ნაწილში მდებარეობს და ქუსლის ძვალს აერთებს ფეხის თითებთან.
ისინი შეიძლება გაჩნდეს ერთ ან ორივე ქუსლზე. მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი.
პლანტარული ფასციიტი ხშირად იწვევს გამჭოლ ტკივილს, რომელიც ვითარდება, ძირითადად, დილით პირველი ნაბიჯის გადადგმის დროს. ტერფის ზემოთ აწევის დროს ტკივილი, როგორც წესი, მსუბუქდება. თუმცა ტკივილი ბრუნდება ხანგრძლივად დგომის ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომის შემდგომ.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ისე ქირურგიული მკურნალობა.
მობრძანდით უფასო კონსულტაციაზე, ბატონ ირაკლი ფერაძესთან, რომელიც ობიექტური დათვალიერების შემდეგ, თავად მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდის შესახებ ამომწურავად.
უფასო კონსულტაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ძალიან მტკივა ქუსლზე წანაზარდი. განსაკუთრებით სიარულის დროს.ძალიან ბევრი ნემსები გავიკეთე არასტეროიდული და ვისმევ იოდს, მაზებს ტკივილგამაყუჩებელს.არანაირი შვება,რას მირჩევდით
პასუხი: