მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრა რთულია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ქრონიკულ ვენურ უკმარისობას, ამიტომ სასურველია პირველ რიგში, ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი პათოლოგია გამოირიცხოს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში,ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ. ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას. სისხლძარღვების დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვების, როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით.
დოპლეროგრაფიის მეშვეობით ისაზღვრება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი და სხვა.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება აღნიშნულ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !