პულსაციის შეგრძნება მუცელში - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მუცელში ხშირად მაქვს პულსაციის შეგრძნება,რისი ბრალი შეიძლება იყოს? და რომელ ექიმს მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
პულსაციის შეგრძნება მუცელში შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მაგალითად:

  • სხეულის დიდ ხნით უხერხულ პოზაში ყოფნა;
  • დიდი ფიზიკური დატვირთვა;
  • სტრესი და სხვა.

ასეთ შემთხვევაში პულსაცია მალე გაივლის.
სასურველია, ვიცოდეთ ხომ არ დაიცავით დიეტა – იყავით ჯანსაღ კვებაზე. რადგან შესაძლოა, წონის საგრძნობლად კლების შემდეგ დაიწია მუცლის წინა კედელმა, მიუახლოვდა ხერხემალს და ამიტომ გრძნობთ აორტის პულსაციას.
თუ გსურთ, გამორიცხოთ მუცლის აორტის პათოლოგიები ( მუცლის აორტის ანევრიზმა და ა.შ.) მაშინ, სასურველია, ჩაიტაროთ შემდეგი კვლევები:  

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ პულსაციის გამომწვევი მიზეზის კვლევის საჭიროების დადგენასა და მკურნალობის მეთოდის შერჩევაში.
ვიზიტისას თუ გამოიხატება საჭიროება შეგვიძლია, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ – მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/article/31531/muclis-aortis-anevrizma-%E2%80%93-gtavazobt-muclis-aortis-anevrizmis-skrinings

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა