მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა რაკი აღნიშნავთ რომ ჩატარებული გაქვთ ანტიჰელმინთური მკურნალობა, რამაც მოგცათ შვება,უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დაავადების მკურნალობა დასრულებული არ არის და ეს იწვევს ნარჩენ სიმპტომებს.
გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სწორი ნაწლავის და ანალური მიდამოს სხვა დაავადებების არსებობაც.
ამიტომ, გირჩევთ, ლაბორატორიული კვლევის მიზნით მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ გამოკვლევა ჭიების არსებობაზე, ხოლო იმავდროულად შეგიძლიათ გაესინჯოთ პროქტოლოგს, რომელთანაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია, ყოველ ხუთშაბათს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/39
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !