მოგესალმებით,
შეგვიძლია მოგაწოდოთ ის ინფორმაცია ,რაც ამ პრეპარატის ანოტაციაში არის ჩაწერილი.
პრეპარატი ზოგადად ამცირებს ნეირონების აქტივობას, ხელს უშლის ნერვული უჯრედების აგზნებადობას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას და მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ტოქსიური პროდუქტების გამოდევნას, აუმჯობესებს თავის ტვინში პროცესების დინამიკას, ზრდის აზროვნების ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. მონაწილეობს მეტყველების და მამოძრავებელი ფუქციების აღდგენაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას.
გააჩნია მსუბუქი ჰიპოტენზიური ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიასთან ასოცირებულ სიმპტომებს (თავბრუხვევა, უძილობა).
თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით ,გირჩევთ , მიმართოთ მკურნალ ექიმს ,ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში , ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: პრეპარატი "ბაგა" 7 წლის ბავშვზე რა ხანგრძლივობით შეიძლება მიცემა, მეტყველების დარღვევის დროს. მადლობთ
პასუხი: