პოსტნაზალური სინდრომი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ყელში მიგროვდება ნახველი, ასევე ცხვირიდან ხახაში ჩამდის ლორწოვანი მასა (ტონზილები ამოჭრილი მაქვს, მაგრამ ცხვირში მაქვს ძგიდე). მაქვს ხრჩობის შეგრძნება, ყელში ბურთის გაჩხერვის და ზოგჯერ ვერ ამოვისუნთქავ ხოლმე. ასევე შოკოლადის და ტბილი საჭმელისა თუ სასმელის მიღებისას ლორწოვანი ნერწყვის რაოდენობა იზრდება პირის ღრუში. თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ, რასთან შეიძლება მქონდეს საქმე და როგორ მოვიქცე? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თუ თქვენი მონათხრობის მიხედვით ვიმსჯელებთ შესაძლოა, ჩივილის გამომწვევია პოსტნაზალური, ანუ უკან წვეთის სინდრომი, როდესაც ადამიანებს სასუნთქი გზების სინუსიტის გადატანის შემდეგ ხახის უკანა კედელზე ჩაედინება ის სეკრეტი, რომელიც წიაღიდან გადმოდის და იმდენად რთულდება, რომ ხანდახან თვეების განმავლობაში გრძელდება.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ტიპის ჩამონადენი გაქვთ, ეს შეიძლება იყოს ცხვირ-ხახის, ფრონტალური სინუსების თუ ჰაიმორის წიაღის ანთებითი პროცესების შედეგი, დიაგნოზის შესაბამისად უნდა გადაწყდეს მკურნალობის საკითხებიც.
პირველ რიგში, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან, კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ცხვირ–ხახის დათვალიერების შემდეგ, შევძლებთ ობიექტურად შევაფასოთ მდგომარეობა და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა