პირის ღრუს უსიამოვნო სუნი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. 9 წლისაა გოგონა, რომელსაც პატარობიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის პირიდან ... გამოვიკვლიეთ მუცლიც ღრუ, როცა იყო 6 წლის -ვერაფერი აღმოვაჩინეთ, შემდგ მოვიწესრიგეთ პირის ღრუ -კბილები ; ასევე გავიკეთედ ჭიაზე ანალიზები -არანაირი ჭია არ დადასტურდა, კიდევ რა უნდა გავაკეთოდ რომ მოვურჩინოთ ეს დაავადება.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ბავშვთა ასაკში, სტომატოლოგიური პრობლემების გარდა, შესაძლოა გამოიწვიოს ყელ –ყურ –ცხვირის დაავადებებმა , ნუშურა ჯირკვლებზე არსებულმა მცირე ზომის ქვებმა (ტონზილოლითებმა), რომლებიც ბაქტერიებითაა დაფარული, ასევე – ცხვირის ღრუს, დანამატი წიაღების – ე.წ. სინუსების ქრონიკულმა ანთებითმა პროცესმა, ასევე ქოლეცისტიტმა.
მიზეზების დადგენისა და შესაფერისი მკურნალობისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

გმადლობთმ რონ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა