მოგესალმებით ! დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ფიზიკურად შეუძლებელია და ჩვენი მხრიდან არაკორეკტული იქნება, თუმცა მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ხერხემალი ძალიან რთული, მრავალკომპონენტიანი კონსტრუქციაა. ხერხემლის ძირითადი სტრუქტურები არის მალათაშუა დისკები, მალათაშუა სახსრები და იოგოვანი აპარატი. მალათაშუა დისკის თიაქრის დროს გაუწყლოებული დისკის კაფსულის მთლიანობა ირღვევა, მისი შიგთავსი, პულპოზური ბირთვი, ხერხემლის არხში გამოდის და იქ არსებულ სტრუქტურებს, ზურგის ტვინს ან რომელიმე ნერვს აწვება. დროთა განმავლობაში მალათა შორის ძვრადობის მომატების გამო შესაძლოა განვითარდეს ეგრეთწოდებული ქვეამოვარდნილობები ანუ ლისთეზი. ამის საკომპენსაციოდ ორგანიზმი მალებზე წარმოქმნის ძვლოვან წანაზარდებს - ოსტეოფიტებს, მათი არსებობა თავად ორგანიზმს სჭირდება, რათა ხერხემალი უფრო უკეთ დააფიქსიროს - მალებს შორის ძვრადობა შეამციროს და ამოვარდნილობისგან თავი დაიზღვიოს, თუმცა ეს წანაზარდი შესაძლოა ისეთ ადგილას წარმოიქმნას ან ისეთი ზომის იყოს, რომ თავად გამოიწვიოს პრობლემა - მიაწვეს ზურგის ტვინს ან რომელიმე ნერვს. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთვაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს. გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !