ორსულთა ტოქსიკოზი

კითხვა: გამარჯობათ , ვარ 11 კვირის ორსული ,მეორე თვიდან დამეწყო გულის რევის შეგრძნება , თან სისტემატიურად სულ რაღაც მაქვს ყელში გაჩხერილი , ბუნებრივია თუ არა ეს სიმპტომი
პასუხი:

მოგესალმებით!
ტოქსიკოზი ყველა ორსულისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე შემაწუხებელია, საშიში არ არის – ის უმეტესად ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების გამოვლინებაა და თავის დროზე გაივლის, მაგრამ , ზოგჯერ ტოქსიკოზი მძიმე და საშიშ გართულებებს იწვევს და დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქადის.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით:
. ღებინებას დღეში 5-10-ჯერ და მეტჯერ;
. შეუჩერებელ ღებინებას;
. წონის კლებას;
. კანის აქერცვლას, ძლიერ სიმშრალეს;
. პირიდან აცეტონის სუნს;
. შარდვის გაძნელებას;
. წნევის ცვლილებას;
. აპათიას (უგუნებობას);
. ადინამიას (უმოძრაობას, მოდუნებას);
. ძლიერ სისუსტესა და თავბრუხვევას;
. ძლიერ ნერწყვდენას;
. სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს;
. უმადობას.
ტოქსიკოზის მკურნალობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი ფორმის დროს სითხის დეფიციტი ფაქტობრივად არ ვითარდება და თუ მსუბუქი დეჰიდრატაცია მაინც მოხდა, ორგანიზმი წყლის მარაგს თავისთავადაც აღიდგენს. ასეთ დროს პაციენტისთვის საჭიროა სიმშვიდე, წყნარი, თბილი გარემო, ექიმისა და ოჯახის წევრების მზრუნველობა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მეან–გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს ორგანიზმის მდგომარეობას, დაადგენს ტოქსიკოზის სიმძიმის ხარისხს და სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ტაქტიკასაც შეარჩევს.
უფასო კონსულტაციის დღეებია სამშაბათი და შაბათი, ჩაწერისა დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა