ორსულობა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემდგომ

კითხვა: ჩემს ქალიშვილს ქონდა ფარისებრზე სიმსივნე,კერძოდ 5 მეტასტაზი.ოპერაციის შემდეგ 2 ჯერ დალია რადიაქტიული იოდი 200 მლ.გ გავიდა 6 წელი. კითხვა:შეიძლება ახლა გააჩინოს ბავშვი?
პასუხი:

მოგესალმებით! ორსულობა მძიმე გამოცდაა ქალის ორგანიზმისთვის. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაზეა დამოკიდებული ქალისა და მისი შვილის ბედი. ორსულობისას გამოწვევის წინაშე დგება ყველა ორგანო. არც ფარისებრი ჯირკვალია გამონაკლისი. მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ მას განსაკუთრებული როლი აკისრია ორსულობის ნორმალურ წარმართვაში და მართლაც ფარივით იცავს დედა-შვილის ჯანმრთელობას.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებში უნდა გამოვყოთ ორსულთა ორი ჯგუფი – ისინი, ვისაც დაორსულებამდეც ჰქონდა გამოვლენილი ან დადგენილი ფარისებრი ჯირკვლის ესა თუ ის პათოლოგია და ისინი, ვისაც ეს მხოლოდ დაორსულების შემდეგ გამოუვლინდა ან დაუდგინდა. პირველ შემთხვევაში, თუ ქალი ჩანაცვლებით თერაპიაზე იყო ანუ მკურნალობდა ,დაორსულებისთანავე ჰორმონული სპექტრის ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ზუსტად 50%-ით უნდა გაზარდოს მისი დოზა, იმიტომ რომ, სწორედ ამდენით ძლიერდება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, მერე კი სისხლში თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრით უნდა მოხდეს დოზის შემდგომი კორექცია. გარდა ამისა, შესაძლოა, სწორედ ორსულობა აღმოჩნდეს რომელიმე აუტოიმუნური თირეოიდიტის გამშვები მექანიზმი ან განვითარდეს იოდდეფიციტური მდგომარეობა. ამ დაავადებების პრევენცია სწორედ იოდის პრეპარატების მიღებითაა შესაძლებელი.
ორსულობასთან დაკავშირებულმა იოდდეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები.
თუ ქალს სიმსივნე დაორსულებამდე ჰქონდა, მნიშვნელობა ენიჭება მის ხანდაზმულობას. როდესაც სიმსივნის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ტოტალური რეზექცია ანუ სრული ამოკვეთა, იწყება მდგომარეობის შემდგომი მართვა ლევოთიროქსინით. ეს უკვე არა ჩანაცვლებითი, არამედ სუპრესიული თერაპიაა, ანუ პაციენტს უნდა მიეცეს იმდენი ჰორმონი, რომ TSH დაითრგუნოს, რათა, თუ სადმე ლიმფური გზით მაინც გავრცელდა კარცინოიდული უჯრედები, მათი გამრავლება აღარ გაგრძელდეს. ოპერაციიდან რამდენიმე წელი ნაჩვენებია მართვა სუპრესიული თერაპიით და მკურნალობა რადიაქტიური იოდით. ამ ხნის განმავლობაში ორსულობა უკუნაჩვენებია. საზოგადოდ კი, გააჩნია სიმსივნის სახეობას (კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი), ზომას და სხვა პარამეტრებს – ოპერაციული ჩარევა ყოველთვის არ არის საჭირო. სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის უმჯობესია რეკომენდაცია მიიღოთ მკურნალი ექიმისგან . ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას და აუცილებლად დაგეხმარებით.გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა