კიდურების დაბუჟება

კითხვა: გამარჯობა.მაქ მარცხენა ხელის შუა,არათითის და ნეკა თითის დაბუჟება, გრძნობა და ძალა მეკარგება თითებში.ასევე მიბუჟდება მარცხენა ფეხი.რით შეიძლება იყოს გამოწვეული და რომელ ექიმს მივმართო.
პასუხი:

მოგესალმებით!
კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდიან, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს.
ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. შესაძლებელია, სტენოკარდიული შეტევაც იწვევდეს დაბუჟების შეგრძნებას მარცხენა ხელში. ზოგჯერ ამას თან სდევს სხვა კლინიკური სიმპტომებიც. თავის მხრივ, კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა სტენოკარდიას ჰგავდეს.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის.
შესაძლოა, ასევე, საქმე გვქონდეს სტენოზთან, სტენოზის სიმპტომები ძალიან ნელა ხდება შესამჩნევი. მდგომარეობა თანდათან უარესდება. სიმპტომები უმეტესად ცალმხრივადაა გამოხატული, იშვიათად კი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს. სტენოზზე შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის, დუნდულების, თეძოების, წვივების, კისრის, მკლავების დაბუჟება, ტკივილი ან კუნთოვანი სისუსტე.
ასევე შესაძლებელია იყოს კისრის მალების სპონდილოზი, დისკოს თიაქარი.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან შეუძლებელია და არაკორექტულია.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას მოგცემთ სპეციალურ „დავალებებს“ , გაგსინჯავთ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა