ორსულობა და ჰემოლიზური ანემია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ჰემოლიზური ანემია მიკროსფეროციტოზი. ვარ 12 კვირის ორსული. ელენთა მაქვს გადიდებული 20 სმ. გთხოვთ მირჩიოთ რა გავაკეთო. ჩემი ექიმი მეუბნება რომ სპლენექტომიაა საჭირო. შეიძლება რომ არ ამოვიღო ელენთა და ორსულობა ისე მივიყვანიო ბოლომდე რომ არ გამისკდეს? ან თუ შეიძლება ისეთი პრეპარატებით მკურნალობა ელენთაზე რომ ბავშვზე არ მოახდინოს გავლენა?
პასუხი:

მოგესალმებით, მიკროსფეროციტოზი ჰემოლიზური ანემიის ერთ - ერთი სახეა, რომლის მძიმე ფორმების დროს, მკურნალობის რადიკალური მეთოდია სპლენექტომია. დაორსულობამდე ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში ორსულობის მიმდინარეობის დროს გართულებები ნაკლებ მოსალოდნელია, ორსულობა დაავადებას ამწვავებს და ჰემოლიზურ კრიზებს იწვევს.  ჩავატაროთ სპლენექტომია თუ დაველოდოთ ორსულობის დამთავრებას, წყდება ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად, უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ჰემატოლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნეფროლოგის თანამშრომლობით  ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია დღესრული ჯანსაღი ნაყოფის დაბადება. მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნისას, რასაკვირველია, ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს ნაყოფზე წამლის მოქმედების გავლენას. ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს სისხლის დაავადება დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია და სადაც  მაღალკვალიფიციური სპეცილისტები წარმატებით უმკლავდებიან მსგავს შემთხვევბს. გირჩევთ მობრძანდეთ, გაიაროთ კონსულტაცია, მოისმინოთ სპეციალისტის აზრი და დეგეგმოთ მკურნალობის ტაქტიკა.

 

        გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა