ორიენტაციის დარღვევა, წელის ტკივილი

კითხვა: მოგესალმებით ამ ბოლო დროს მსუბუქი ტავბრუსხვევის ფონზე დამეწყო ორიენტაციის დარღვევა თიტქოს ფეხებიდან მოდის ქვედა კიდურების უკანა მხარედან დაჭიმულობა და მეჩვენება რომ სწორ ხაზზე ვერ დავდივარ,ამ დროს ტკივილიც მოდის ხერხემლის დაბოლოების მხარეს წელის არეში.ეს განსაკუთრებით მემეართება საღამოს სამსახურიდან გასვლის შემდეგ.მაქვს მჯდომარე სამუშაო.ვარ 58 წლის ვატრებ წნევასაც ტუმცა მარე გულირებელს ვსვავ.რას მირჩევთ რა გამოკვლელევები უნდა ჩავიტარო და არის თუ არა ეს სიმპომი ხერხემალთან კავშირში.
პასუხი:

მოგესალმებით! თავბრუსხვევა ორგანიზმის სივრცული ორიენტაციის დარღვევა და სხეულის მდებარეობის ან მოძრაობის არასწორი შეგრძნებაა. მასზე ხშირად საუბრობენ როგორც „მოძრაობის ილუზიაზე“ ან „მოძრაობის ჰალუცინაციაზე“ . თავბრუსხვევა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, ის შეიძლება მიუთითებდეს ინფორმაციის მიწოდების დარღვევაზე იმ სამი ფიზიოლოგიური სისტემის მიერ, რომლებიც სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ესენია: ვესტიბულური, მხედველობითი და შეხებითი სისტემები. ქალებთან გავა-წელის მიდამოს ტკივილი მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ან ხერხემლის დაავადებების ბრალი არ არის. შემთხვევათა 10-20%-ში ის ქალური ორგანოების დაავადებაზე მიუთითებს. როგორც აღნიშნეთ „მჯდომარე სამუშაო“ გაქვთ, ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნოციცეპტორებს ( ტკივილის რეცეპტორებს) და ახასიათებთ ე.წ გადაცემითი ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში. ხერხემლის სვეტის, წელის არის ზედა ნაწილის დაავადებებით გამოწვეული გადაცემითი ტკივილი ჩვეულებრივ იგრძნობა ბარძაყისა და კანჭის წინა ზედაპირზე. ხერხემლის სვეტის გავა-წელის ქვედა სტრუქტურების დაზიანებით გამოწვეული გადაცემითი ტკივილი იგრძნობა საკვერცხეების მიდამოში, ბარძაყისა და კანჭის ქვედა ზედაპირზე, შეიძლება მივიდეს ტერფებამდე. ამ ტიპის გადაცემითი ტკივილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმომშობი მიზეზი ღრმად მდებარეობს, პაციენტების მიერ აღიქმება, როგორც განგრძობადი, ყრუ, არამწვავე და შედარებით გაფანტული ტკივილი. ასევე შესაძლებელია იყოს ფესვური ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგიდან (ხერხემლი სვეტის წელის ნაწილიდან) ფეხის რომელიმე ნაწილისაკენ: საჯდომში, ბარძაყში, მუხლის ქვეშ, კანჭში, ტერფის თითებში. დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა არაკორექტული იქნება, ჩვენი რჩევაა მიმართოთ ნევროლოგს/ნეიროქირურგს. ჩვენს კლინიკაში გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე აღნიშნულ სპეციალისტებთან , ყოველ პარასკევს. პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ , ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა