ონკომარკერი - ონკოლოგია

კითხვა: ბოდიში, მეორედ ვაგზავნი კითხვას. ცA19-9 ს ეხება. ჩავაბარე სიმსივნურ ანტიგენზე ანალიზი. ერთი მომატებულია მცირედიც. ძალიან გთხოვთ მოთხარით ეს რას ნიშნავს. ვიყავი გასტროენტეროლოგთან, ონკოლოგთან. მეუბნებიან იმდენად მცირეა სხვაობა, რომ ასე არც ქონიათ პრაქტიკაში. არც მეუბნებიან გაქვს, არც არ გაქვს საწყისი ეტაპი. გთხოვთ მითხარით, არის ეს სიმსივნის საწყისი ნიშანი? ნორმაა >37, მაქვს 41.42. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღნიშნული CA 19-9 არის – Cancer Antigen 19-9 - კიბოს ანტიგენი.
CA 19-9 ცილაა, რომელიც ზოგიერთი სახის კიბოს უჯრედებზე გვხვდება.
შესაძლოა, ამ ონკომარკერის რაოდენობამ მოიმატოს სხვა დაავადებების დროსაც. ამგვარად, CA 19-9 კიბოს სკრინინგისთვის არ გამოდგება, რადგან საკმარისი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არ გააჩნია.
ამ ანალიზს ძირითადად მაშინ ნიშნავენ, როდესაც პაციენტს პანკრეასის კიბო აქვს. ხშირად მას სხვა ანალიზებთან ერთად აკეთებენ:

  • CEA;
  • ბილირუბინი;
  • ღვიძლის ფუნქცია. 

CA 19-9-ს დაბალი დონე ჯანმრთელ ადამიანებშიც კი გვხვდება.
სასურველია ვიცოდეთ, რა ჩივილებიდან გამომდინარე გადაწყდა CA 19-9 ონკომარკერის კვლევა, ან რა დამატებითი კვლევები დაგენიშნათ ყოველივე ამის შემდეგ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ ჩვენი კლინიკის ონკოლოგიური სამსახურის შესახებ, რომელიც შედგება რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის და ონკოქირურგიის დეპარტამენტებისგან, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა