კითხვა: გამარჯობა ყურებში მაქვს შუილის გრძნობა საღამოს საათებში და ხანდახან თავის ტკივილები.მაქვს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი.ეს ამის ბრალი შეიძლება იყოს თუ...კომპიუტერთან მიწევს ხშირად ურთიერთობა.დაღლილობაც მაწუხებს და ძილის შეგრძნებაც
პასუხი:
მოგესალმებით,
ონკოლოგიური დაავადებები გამოსავლის მიხედვით მძიმე პათოლოგიათა რიცხვს განეკუთვნება და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოსახლეობის ავადობასა და სიკვდილიანობაში.
როდესაც სიმპტომებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი თუ სიმსივნე ტვინის რომელ ნაწილში გაჩნდა, სწორედ ამიტომ ნიშნებიც მდებარეობის მიხედვით განსხვავდება.
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი;
- გულისრევა - რომელიც სრულიად უმიზედოდ ჩნდება;
- მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- სმენასთან დაკავშირებული პრობლემები;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- კრუნჩხვები;
- ემოციური და ქცევითი უნარების ცვლილებები.
როგორც წესი თავის ტკივილი დილით ძლიერდება და გულისრევის შემდეგ ქრება.
სიმსივნეზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, როგორებიცაა:
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ონკომარკერების კვლევა;
- ბიოფსია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინკაში და გაიაროთ კონსულტაცია ონკოლოგთან.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !