მოგესალმებით,
ონიქომიკოზი ეწოდება სოკოვანი ინფექციით გამოწვეულ ფრჩხილის დაზიანებას. ესენია დერმატოფიტები, არადერმატოფიტები და საფუარა სოკოები. სოკოვანმა ინფექციამ შესაძლოა დააზიანოს ფრჩხილის ნებისმიერი ადგილი - ფრჩხილის ფირფიტა, საწოლი და ფუძე.
ინფექცია ვითარდება ნელა, პროგრესირებასთან ერთად, ფრჩხილი იცვლის ფერს, ფრჩხილის ფირფიტა განიცდის დეფორმაციას, ფრჩხილი და მიმდებარე
ქსოვილები სქელდება.
ონიქომიკოზის თითქმის ყველა ფორმამ პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ტოტალური დისტალური ონიქომიკოზი, რომელიც ფრჩხილის სრული განადგურებით ხასითდება.
ონიქომიკოზის დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის მიხედვით და დაზიანებული ფრჩხილის დათვალიერებით, ასევე ლაბორატორიული მეთოდით:
● პირდაპირი მიკროსკოპია;
● კულტურალური მეთოდი;
ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისათვის, საჭიროა, მასალის აღება დაზიანებული ფრჩხილის ნაწილიდან.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: როგორ მოვირჩინო ფეხზე ფრჩხილის სოკო?
პასუხი: