კითხვა: გამარჯობა ჩემ შვილს რომელიც არის 4 წლის შევამჩნიეთ ჭიპის გასუფთავების დროს თითქოს კანი იწევა და შიგნით ჩანს გლუვი ლორწოვანი ზედაპირი კანის. თითქოს გახსნილია ჭიპი სასწრაფოდ ვანახეთ ბავშვთა ქირურგს, რომელმაც დაგვამშვიდა არაფერი არ არ არისო, მიუხედავად ამისა მაინც ვფიქრობ რო ყველაფერი რიგზე არაა, რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ომფალიტთან, რომელიც ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
იგი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი).
სასურველია პატარას ჩაუტაროთ ბაქტერიოლოგიური კვლევა.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !