ნორკოლუტი

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს 1 თვეა ვსვამ ნორკოლუტს და 17 მომივიდა ციკლი, მქონდა 2 დღე ძალიან ცოტა, ისე 3 დღიანი მაქვს,შეიძლება ამ წამალს გამოეწვია?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, ან არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებით,ამა თუ იმ მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. გარდა ამისა ,მენსტრუალური ციკლი დარღვევას ,ასევე იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება .
ვითარებაში გასარკვევად მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა