მოგესალმებით, თქვენ სავარაუდოდ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ფონზე განვითარებული მწვავე სინუსიტი ანუ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება გაქვთ. ცხვირიდან ჭარბი , ჩირქოვანი გამონადენი,თავის ტკივილი, შუბლის და საფეთქლის მიდამოს ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცრემლდენა, სხეულის ტემპერატურის მომატება - დამახასიათებელია მწვავე სინუსიტისთვის, რომლის თვითმკურნალობა დაუშვებელია. ოტოლარინგოლოგი ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე სვამს სინუსიტის დიაგნოზს და ნიშნავს სათანადო მკურნალობას. არასწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა სინუსიტის ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს, რომლის მკურნალობაც გაცილებით რთულია და ხანგრძლივი. მომართეთ ჩვენი კლინიკის ოტორინოლარინგოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ ადექვატურ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებსაც ჩაგიტარებთ. კლინიკური სურათის მიხედვით, მკურნალობისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიბიოტიკები, ცხვირის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვთა შევიწროებას იწვევს, იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ფიზიოპროცედურები და სხვა.
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!