მუცლის ტკივილი მარჯვენა მხარეს - ქირურგია

კითხვა: მაწუხებს მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი და რამდენად საშიშია და რამდენად შეიძლება იყოს ბრმა ნაწლავი,ან რა სიპტომები აქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
ბრმა ნაწლავი – აპენდიციტი ვლინდება მარჯვენა თეძოს ფოსოში მუცლის ტკივილით. აპენდიციტის მიზეზია აპენდიქსის ანთება. სიმპტომები პაციენტის ასაკის მიხედვით რა თქმა უნდა განსხვავებულია.
მუცლის ძლიერი და მოულოდნელი ტკივილი აპენდიციტის პირველი სიმპტომია. მუცლის ტკივილთან ერთად აპენდიციტის კლასიკური სიმპტომებია:
ჭიპისა და მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილები;გულისრევა;მადის დაქვეითება;ყაბზობა ან დიარეა;ტემპერატურის მომატება.
დიაგნოზის დასაზუსტებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, ჩაიტაროთ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ასევე, მარჯვენა მხარეს მუცლის არეში ტკვილი მსხვილმა ნაწლავმაც შესაძლოა გამოიწვიოს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციურ მედიკოსთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
შესაბამისი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობა. 

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა