მუცლის თიაქარი, სლივ–გასტრექტომია

კითხვა: მოგესალმებით მუცელზე მაქვს გასაკეთებელი თიაქარის ოპერაცია გასაკეთებელი, ამას მოევლება მაგრამ ზუგდიდის კლინიკა "ენ-ემ ელ"-ში დირექტორი ირაკლი თორდია. იმის გამო რომ ვარ ჭარბი წონის მაქვს სურვილი გავიკეთო ქირურგიული ოპერაცია, ესძვირადღირებული ოპერაციაა მაგრამ გავიგე რომ ამჟამად ასეთ ოპერაციებს აფინანსებენ,მაინტერესებს რომელი უწყება აფინანსებს და კონკრეტულად ვის მივმართო.დიდი მადლობა
პასუხი:


მოგესალმებით,
მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. თიაქარი – ეს არის მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა ბუნებრივი ან შეძენილი ხვრელიდან. ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს საზარდულის, ბარძაყის, თეთრი ხაზის, ჭიპის და პოსტოპერაციული, ვენტრალური. ყველაზე ხშირად საზარდულის თიაქარი გვხვდება. პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცელშიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მოიწესრიგოს ნაწლავების მოქმედება.
რაც შეეხება ჭარბ წონას, მოგახსენებთ რომ, ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია – სლივგასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მეთოდით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
თუმცა, სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ.
შესაძლებელია ჩაიტაროთ ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან უფასო კონსულტაცია, სადაც ბატონი გიგო შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს, თუ ქირურგიული მკურნალობა გადაწყდება, მისგან მიიღებთ სათანადო დოკუმენტებს, ფორმა 100–ს და კალკულაციას, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
ქირურგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია ხუთშაბათს ან შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა