კითხვა: გამარჯობა, უკვე დიდიხანია ვცდილობ გავიგო რა მჭირს მაგრამ უშედეგოდ 2 თვეა დავდივარ ექიმებში და კონკრეტულ პასუხს ვერავინ ვერ მეუბნება იქნებ თქვენ დამეხმაროთ 1 სექტემბერს მომეშალა მუცელი და სისხლდენის შემდეგ 7 სექტემბერს ავერსის კლინიკაში გამიკეთდა გამოფხეკვა შემდეგ როგორც ხდება ხოლმე გავიკეთე ანტიბიოტიკები დავლიე კიდევაც გადასხმებიც გამიკეთეს მაგრამ დღემდე ვარ ცუდად მაქ სიცხეები 2 თვე გავიდა და სულ მაქვს 37.2 ხან 37.4 ერთი 4 ჯერ 37.5 იც მქონდა სად არ ვიყავი მერე ავერსის კლინიკიდან რო ვერაფერი ვერ მითხრეს გაგუაში დავიწყე სიარული სისხლის ანალიზში მაქვს ცვლილებები ამ სიცხის მეშინია თან თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ არადა ცრპ გავიკეთე და ანთება არ აჩვენა. ეხლა დამეწყო შიშები გარეთაც ვეღარ გავდივარ სულ მგონია გული წამივა იმიტომ რომ გული მაქ სულ ცუდათ დამეწყო პულსის ამოვარდნა უკვე 1 კვირაა კარდიოგრამაც გადავიღე და არაფერი გჭირსო მითხრეს ვეღარ გავიგე ფაქტია რომ მაქვს სიცხეები 2 თვეა, და ეს ყველაფერი მაწუხებს გიგზავნით ჩემ ბოლო პასუხს სისხლის საერო ანალიზის:
ლეიკოციტები 7.5 ნორმაა 4-10 .
ერითროციტები 6.3 ნორმაა 3.9-5.2,
ჰემოგლობინი 11.5 ნორმაა 12-15 ,
ჰემატოკრიტი 37.0 % ნორმაა 35-47.
ერითროციტების საშუალო მოცულობა 61.4 ნორმაა 80-95.,
ჰემოგლობ.საშ.შემც.ერითროციტში 19.1 ნორმაა 28-35,
ჰემოგლობ.საშ.კონც,ერითროციტში 31.1 ნორმაა 31-35,
ერითროციტების განაწილების საზღვარი 13.7 % ნორმაა 11.6-14.4 .
ერითროციტებს განაწილების საზღვრები 33.6 ნორმაა 35-46,
თრომბოციტები 273 ნორმაა 150-400,
თრომბოციტების საშუალო მოცულობა 7.4 ნორმაა 7-11,
თრომბოციტების განაწილების საზღვრები 16.2 % ნორმაა15-17,
თრომბოკრიტი 0.20 % ნორმაა 0.16-0.5 ,
ნეიტროფილები 5.9 ნორმაა 1.1-7 ,
ნეიტროფილები 78.8 % ნორმაა 40-70,
ლიმფოციტები 0.9 ნორმაა 0.7-5.1,
ლიმფოციტები 12.0 % ნორმაა 18-40,
მონოციტები 0.4 ნორმაა 0-0.9,
მონოციტები 5.4% ნორმაა 2-9 ,
ეოზინოფილები 0.3 ნორმაა 0-0.7,
ეოზინოფილები 3.3 % ნორმაა 0-5 ,
ბაზოფილები 0.0 ნორმაა 0-0.2 ,
ბაზოფილები 0.5 % ნორმაა 0-1,
ერითროციტების დალექვის სიჩქარე / ვესტერგრინის მეთოდით / 5 ნორმაა <30
ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხოთ.
პასუხი:
მოგესალმებით! ჩვენი რჩევა იქნება უპირველესად მიმართოთ ავერსის კლინიკაში გინეკოლოგს, ვინც ჩაგიტარათ პროცედურა (გამოფხეკვა). თქვენი მონაყოლიდან ჩანს რომ გიგრძელდებათ სიცხეები, არ იქნება ურიგო თუ გაივლით კონსულტაციას სეფსისის ცენტრში და კონსულტაციას ჰემატოლოგთან , რადგან ანალიზების მონაცემებით გარკვეული ცვლილებები ჩანს ჰემოგლობინის და ერითროციტების მონაცემებში. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !