მულტი-ტაბსი ჯუნიორი - რჩევები

კითხვა: მოგესალმებით.ვიტამინების და მინერალების კომპლექსი "მულტი ტაბსი ჯუნიორი"ბავშვებისთვის რამდენად კარგია.5წლის ბავშვს მინდა მივცე.ანოტაცია მომეწონა და თქვენც მინდა მირჩიოთ.ყველაფერს არ ჭამს და ერთფეროვნად იკვებება,ამიტომ მინდა შევუვსო დეფიციტი.მესმის საკვებიდან უმჯობესია მაგრამ რა გაეწყიბა არ გამოდის. გთხოვთ მირჩიოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ „მულტი-ტაბსი ჯუნიორი“ წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს – ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს.
იგი რეკომენდებულია როგორც ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და პრობიოტიკური მიკროორგანიზმების დამატებითი წყარო.
მას როგორც სხვა პრეპარატს, აქვს უკუჩვენება, ამიტომ უმჯობესია რეკომენდაციისათვის მიმართოთ უბნის პოლიკლინიკას, ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.


● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41 

გმადლობთ, რომ გვენდბოთ გირუსვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა