მუხლის სახსრის ართროზი, სინოვიტი

კითხვა: მარცხენა ფეხზე (მუხლზე) გავიკეთე ექოსკოპია და მითხრეს რომ სითხე მაქვს მცირე რაოდენობით...4წლის უკან დავეცი..განვითარდა ართროზი...2 ჯერ დიპროსპანი 10 დღის შუალედით 3 ნევსი გამიკეთეს.ამჟამად ვგრძნობ ტკივილს...გამაყუჩებელი მიყუჩებს მაგრამ მაინტერესებს რა უნდა მივიღო რომ ეს სითხე გაიწოვოს..
პასუხი:


მოგესალმებით,
მუხლის სახსრის ართროზი, დისტროფიული პროცესია, რომლის საფუძველსაც ქმნის სასახსრე ხრტილის დეგენერაცია ძვლოვანი სასახსრე ზედაპირების შემდგომი ცვლილებებით, გვერდითი ოსტეოფიტების განვითარებით, რაც იწვევს დეფორმაციას და მუხლის სახსარში მოძრაობის დარღვევას.
რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ "სითხეს მცირე რაოდენობით", სავარაუდოდ საუბარი გაქვთ სინოვიტზე, რომელიც სახსრის სინოვიური გარსის ანთებაა, მასში ექსუდატის წარმოქმნით, ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი. წარმოიქმნება სახსრის ტრავმის, ასევე ართრიტის, ალერგიის, ჰემოფილიის დროს.
განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სინოვიტს. მწვავე სინოვიტის დროს აღინიშნება ტკივილი, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება, ექსუდაცია სახსარში.
ქრონიკული სინოვიტი ხასიათდება არამკვეთრი ტკივილით, სახსარში პერიოდული ექსუდაციით, ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება მადეფორმირებელი ართროზი, თუმცა დიაგნოზის დაზუსტება ხდება სახსრის პუნქციით მიღებული სითხის გამოკვლევით.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, უმჯობესია, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ხოლო თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, არის რიგი ფაქტორები, რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა