მორტონის ნეირომა

კითხვა: შეკითხვა მაქვს ბატონ ირაკლი ფერაძესთან. მარჯვენა ტერფზე დამისვეს მორტონის ნეირომის დიაგნოზი. ტკივილები იმდენად მაწუხებს, რომ სერიოზულად ვფიქრობ ოპერაციაზე. მარცხენა ტერფზეც, როგორც ჩანს იგივე პროცესები მიმდინარეობს. რას მირჩევდით ასეთ სიტუაციაში და როდის შეიძლება თქვენთან კონსულტაციაზე მოხვედრა. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით!
მორტონის ნეირომა მტკივნეული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფეხისგულის წინა ნაწილებს, განსაკუთრებით ფეხის შუა და არათითებს შორის არსებულ ადგილს.
მორტონის ნეირომის დროს ვითარდება ფეხის რომელიმე თითისკენ მიმავალი ნერვის გარშემო არსებული ქსოვილის შესქელება. მდგომარეობა იწვევს მჭრელ, მწველ ტკივილს ფეხისგულის წინა ნაწილში. წვის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება შესაძლოა განვითარდეს ფეხის თითებზე.
მორტონის ნეირომის განმაპირობებელ ფაქტორად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიიჩნევა. პაციენტების დიდ ნაწილს სიმპტომები უმსუბუქდება დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ.
მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის დადგენილი, თუმცა, მორტონის ნეირომა, დიდი ალბათობით გამოწვეულია მუდმივი გაღიზიანებით, ზეწოლით ან ტრავმული დაზიანებით ფეხის თითისკენ მიმავალ რომელიმე ნერვზე.
ანგიოქირურგ ბატონ ირაკლი ფერაძესთან კონსულტაცია შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე.
კონსულტაცია არ საჭიროებს წინასწარ ჩაწერას.
ვიზიტის ღირებულებაა 50 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა