მოგესალმებით,
ზოგადად, ქირურგიული ჩარევის ჩვენებები ინდივიდუალურია და არაა დაკავშირებული მხოლოდ მიომის ზომასთან, ოპერირებამდე ასევე ვითვალისწინებთ დაავადების სიმძიმეს , შესაბამის კლინიკურ სიმპტომებს, მიომის მდებარეობას, პაციენტის წლოვანებას, სამეანო/გინეკოლოგიურ ანამნეზს, რეპროდუქციულ გეგმებს ( სურს თუ არა მას ორსულობა) , თანხლებ დაავადებებს, ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხს, პაციენტის სურვილს და ა.შ.
თუ თქვენ კლინიკური კვლევით დაგიდგინდათ მიომა და ექიმმა საოპერაციოდ არ ჩათვალა. შესაბამისად, იგი დააკვირდება მას დინამიკაში, ანუ, გაიზრდება თუ არა მიომა ზომაში, რის შემდეგაც თქვენთვის სამომავლო გეგმებსა და მკურნალობის მეთოდებზე ინფორმაციის მოწოდება, მისი პრეროგატივაა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის კი, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მიომა საშვილოსნოში რამდენ მილიმეტრიანი უნდა იყვეს რომ ოპერაცია გაკეთდეს.
პასუხი: