კითხვა: მოგესალმებით. საშვილოსნოს ფუძესთან ჩანს ქსოვილოვანი წარმონაქმნი. ზომებით 72.78 მმ.ზე.შიგთავსი ცისტოზურ-სოლიდური და ქვის მაგვარი.შეიძლება მისი ლაპარასკოპიით გაკეთება?და თუ კეთდება თქვენთან.თანხა რამდენი
პასუხი:

მოგესალმებით,სავარაუდოდ, მიომაზეა საუბარი. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. საშვილოსნო - ღრუ კუნთოვანი ორგანოა, რომელიც მოთავსებულია მცირე მენჯის ღრუში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. საშვილოსნოს აქვს მსხლის ფორმა, მასში განარჩევენ ფუძეს, სხეულსა და ყელს. საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება. მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და, ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, გარშემომყოფი ქსოვილებისგან გამოყოფილია. მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია: ორგანიზმში პროგესტერონის დეფიციტი და ესტროგენული ჰორმონების სიჭარბე. ზოგიერთი მათგანი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და ხშირად მას პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე. საშვილოსნოს ზრდის შემთხვევაში დიაგნოსტირება ხდება მეან-გინეკოლოგის მიერ , ხელით გასინჯვით. საშვილოსნოს მიომის დიაგნოზის დასაზუსტებლად კი გამოიყენება კვლევის დამატებითი მეთოდები: ვაგინურ–აბდომინური ექოსკოპია; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება სპეციალური აპარატით). მიომის მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია - მიომის კვანძის ემბოლიზება, ანუ იმ სისხლძარღვების ბლოკირება, რომლებიც ამ წარმონაქმნს კვებავს. ემბოლიზების შედეგად მიომის ქსოვილი კვდება და აღარ იზრდება.
დიახ, ჩვენს კლინიკაში კეთდება საშვილოსნოსშიდა ქირურგიული ოპერაცია ენდოსკოპიური მეთოდით, ანუ ჰისტეროსკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. რაც შეეხება ოპერაციის ფასს, ამაზე უშუალოდ ექიმი უნდა გაგესაუბროთ, მას შემდეგ, როცა შეკრებს ანამნეზს და ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა