მოგესალმებით,
მას შემდეგ, რაც ახალშობილი მოევლინება ქვეყანას, დაახლოებით 8-9 თვე სჭირდება ქალის ორგანიზმის აღდგენისათვის, თუმცა ჰორმონული ფონის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად კიდევ უფრო მეტ ხანს საჭიროებს, ასევე სარძევე ჯირკვალი, რომლის საწყისი მდგომარეობაში დაბრუნება დამოკიდებულია ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელს უშლის საკვერცხეებში ჰორმონების გამოყოფას, შედეგად კი არ ხდება ოვულაცია და მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციაც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე.
მხოლოდ ძუძუთი კვების დროს ნორმაში მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, რომ მენსტრუალური ციკლი არ აღდგება მთელი ლაქტაციის განმავლობაში. ხელოვნური ნარევების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება უკვე 3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ.
რაც შეეხება ტაქიკარდიას, თუ ის მხოლოდ მარცხენა ძუძუთი კვებას უკავშირდება ,საჭიროებს მამოლოგიურ კვლევას ,ხოლო ზოგადად , მეძუძურობა დაკავშირებულია ორგანიზმის გამოფიტვასთან , რადგან უმეტეს შემთხვევაში დედები ჩვეულებრივად იკვებებიან და არ ითვალისწინებენ იმას ,რომ მეძუძურ ქალს განსაკუთრებული საკვები ჭირდება.
რეკომენდაციის სახით, გირჩევთ რამოდენიმე პროდუქტს, რაც ყველაზე სასარგებლოა მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სათანადო ვიტამინებითა და ენერგიით, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება.
● შვრია – რომელშიც ბევრი რკინაა და დედას იცავს ანემიისაგან.
● ორაგული – მასში ბევრია სასარგებლო ვიტამინი და ნივთიერება, ბევრი კალცი, ასევე ცილები, თევზის ქონი DHA-ს დიდი ოდენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ნერვული სისტემის განსავითარებლად.
● გარგარი – მასში ბევრი უჯრედისია, ვიტამინები, კალიუმი, ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება. მას შეუძლია პროლაქტინის დონის გაზრდა – ეს ჰორმონი რძის გამომუშავებას უწყობს ხელს.
● მწვანე სალათეული – პრასი, სალათის ფურცლები, მხალი, ბროკოლი სასარგებლოა ძუძუთი კვების დროს. მათშიც ასევე ბევრია კალციუმი და საკვები ნივთიერებები.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ, მამოლოგიურ სკრინინგზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !