მეხსიერების პრობლემა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით.9 წლის ბავშვს მეხსიერებასთან აქვს პრობლემა.ვერ იმახსოვრებს და გონია იცის ასეთი ხედვა აქვს თავის თავზე. ვის სმივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ „ვერ იმახსოვრებს და გონია იცის“ – სავარაუდოდ, საუბარი გაქვთ სწავლის უნარის დაქვეითებაზე და არა ზოგადად მახსოვრობაზე.
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
სწავლის უნარის დაქვეითება და მისი ზოგადი დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ ხასიათს ატარებს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სწავლის სიძნელეებს ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად.
სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობები აქვს. ერთი ფსიქიკური ფუნქციის დეფიციტის შემთხვევაში კომპენსაციას სხვა განვითარებული ფუნქციების ხარჯზე აკეთებს.
როდესაც დიდი და რთული მასალაა, ბავშვი ვეღარ ახერხებს კომპენსირებას და მისი სირთულეებიც იჩენს თავს.
ცხადია, მთავარი და ძირითადი პრობლემაა სასკოლო პროგრამის დაძლევის სირთულეები. ბავშვს უჭირს წერა-კითხვის, თვლის ათვისება და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში გავრცელებული სწავლების მეთოდები ვერ ეხმარება მას ცოდნის შეძენაში.
სწავლის უნარის დაქვეითების დროს ხშირია პრობლემები ემოციურ სფეროშიც:

  • მაღალი შფოთვა;
  • ემოციური არამდგრადობა;
  • აგრესია.

ეს ართულებს ბავშვის გარემოსთან, როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან ურთიერთობას.
პირველ რიგში აუცილებელია – ბავშვის სწორი და რაც შეიძლება დროული ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა.
გირჩევთ, მიმართოთ ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ნევროლოგს, ხოლო თუ ამ მხრივ პრობლემები გამოირიცხა, სასურველია, ყურადღება მიაქციოთ ბავშვის იოდდეფიციტს, რისთვისაც საჭიროა დიაგნოსტირებაში ჩართოთ ენდოკრინოლოგი.


„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა