მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოთ საქმე ეხება იოდის დეფიციტს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტია.
მის გარეშე ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. იოდის დეფიციტი უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას აძლევს დასაბამს.
იოდდეფიციტი, შესაბამისად - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა, უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ცალკეული სისტემების ჯანმრთელობაზე.
გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების გარდა, ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა), ვითარდება ზოგადი სისუსტე, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა) ხშირად ხელს უწყობს იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია, რაციონი იოდშემცველი პროდუქტებით გავიმდიდროთ.
თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე, იოდის პრეპარატების მიღება დაუშვებელია .
ამასთანავე ,გირჩევთ ,რომ ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან . თქვენი მდგომარეობა არ არის ყურადღების მიღმა დასატოვებელი და თავისთავად არ გამოსწორდება . მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის მიზნით, ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და გასაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი 2წელი მქონდა აკადემიური ეხლა კი მიჭირს მეცადინეობა ძალიან დიდ დროს ვანდომებ რომ დავიმახსოვრო რაც მაქვს სასწავლი შეიძლება მთელი დღე ვიმეცადინო და ბოლოს ძლივს დავიმახსოვრო ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მივიღო? თან მაქვს ლაქტაციის პერიოდო ბავშვი არის ერთი წლის და 6 თვის ჭამს ძალიან ცოტას მხოლოდ ძილის წინ და ისეთი რა შეიძლება მივიღო მასაც რომ არ ვავნო?
პასუხი: